|
2015-05-07 11:44:34, 463 ნახვა
პოლიტიკა
ან ბრასორი: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მყარ მხარდაჭერას ვადასტურებთ
„საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მყარ მხარდაჭერას ვადასტურებთ“, – ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ან ბრასორმა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები საქართველოში სასამართლო, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესს აკვირდებიან. ბრასორის შეფასებით, საქართველოს ევროინტეგრაციული მიზნები აქვს. „ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ ვარ. დიდი მადლობა მინდა გითხრათ იმ სტუმრათმოყვარეობისთვის, რომელიც აქ დამხვდა. ვიზიტი მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ საქართველოს პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს ვხვდებით. საქართველოს დელეგაცია დიდ როლს ასრულებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში. საქართველოს აქვს ევროინტეგრაციული მიზნები, ამიტომ ასეთი ვიზიტი, მონიტორინგი, რომელსაც ვახორციელებთ, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვაკვირდებით სასამართლო და საკონსტიტუციო რეფორმის პროცესს, ადამიანის უფლებათა საკითხს, რაც ევროინტეგრაციისთვის აუცილებელი წინაპირობაა. ასევე ვადასტურებთ ჩვენ მყარ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – აღნიშნა ან ბრასორიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)