18:51 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-25 14:04:06, 934 ნახვა

რეგიონი
პატრიარქმა ხანძრის შედეგად დაღუპულებს პარაკლისი აღუვლინა

საქართველოს პატრიარქი საგანგებო ვიზიტით აჭარაში იმყოფება. ილია მეორე ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში" განვითარებული ტრაგედიის ადგილზე   მივიდა, სადაც  იმყოფებოდნენ სასულიერო პირები, ხელისუფლების  წარმომადგენლები და მოქალაქეები.

უწმინდესმა  დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხდა.

ბათუმში მყოფმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ  დიდი გულისტკივილი და მწუხარება გამოთქვა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო.

,,მთელმა საქართველომ მიიღო ეს, როგორც უდიდესი ტრაგედია, მთლიანად ეკლესიის და ჩემი სახელით ვუცხადებ ოჯახებს თანაგრძნობას. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი უკვდავი სული, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო", -  განაცხადა პატრიარქმა.

ტრაგედია ბათუმში  24 ნოემბერს სასტუმრო "ლეოგრანდში" დატრიალდა. გაჩენილმა ხანძარმა 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics