08:59 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-24 23:21:27, 2115 ნახვა

სამართალი
შსს: სასტუმრო ლეოგრანდში ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვებიან გურიის, სამეგრელოს და იმერეთის რეგიონებიდან

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძრის შესახებ საგანგებო განცხადებას ავრცელებს, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დამატებითი სახანძრო-სამაშველო ჯგუფები უახლოეს წუთებში ჩაერთვებიან გურიის, სამეგრელოს და იმერეთის რეგიონებიდან.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-დან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 20:01 სთ-ზე შევიდა შეტყობინება ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს მეხანძრე-მაშველებმა მიღებულ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს. სახანძრო-სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე 20:04 სთ-ზე მივიდნენ.

ადგილზე მობილიზებულია აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს 12 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 100-მდე მეხანძრე-მაშველი. ინტენსიურად მიმდინარეობს ცეცხლი ქრობის პროცესი. დამატებითი სახანძრო-სამაშველო ჯგუფები უახლოეს წუთებში ჩაერთვებიან გურიის, სამეგრელოს და იმერეთის რეგიონებიდან. პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი შენობის ზედა სართულზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო, მოქალაქეთა ევაკუაცია რთულად მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, არის მსხვერპლი. საავადმყოფოში გადაყვანილი არიან სასტუმროში მყოფი მოქალაქეები და სამი მეხანძრე-მაშველი.

სამართალდამცველები იცავენ სასტუმროს მიმდებარე პერიმეტრს.ამ დროისთვის, ღია ცეცხლის კერები შენობაში არ შეინიშნება." -წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics