16:53 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-24 15:05:54, 649 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობა: „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ ახდენს ციფრებით მანიპულირებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომელიც ბოლო ხუთი თვის განმავლობაში გაცემულ პრემიებსა და დანამატებს ეხება.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ადმინისტრაციული ხარჯები, გასულ წელთან შედარებით, შემცირებულია.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ნაციონალური მოძრაობა კვლავ ახდენს ციფრებით მანიპულირებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. მათ მიერ მიმდინარე წელს უკვე რამდენჯერმე გაკეთდა განცხადება აღნიშნულ თემაზე, მაშინ როცა მოცემულობა არ შეცვლილა. აჭარის ა.რ მთავრობის უწყებებში გასულ წელთან შედარებით  შემცირებულია ადმინისტრაციული ხარჯები.

რაც შეეხება სახელფასო ფონდს, პრემიები არ მიუღიათ აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარეს და მინისტრებს, ასევე მინისტრის მოადგილეებს და დეპარტამენტების უფროსებს. ზურაბ პატარაძეს არა მხოლოდ ბოლო 5 თვის მანძილზე, მას შემდეგ რაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილებას შეუდგა, არც ერთხელ უსარგებლია პრემიით.

დანამატების გაცემა სამართლებრივად, წინასწარ არის გაწერილი და დადგენილი ყველა რანგის საჯარო მოსამსახურისთვის და ის შრომის ანაზღაურების შემადგენელი ნაწილია. იგი გაიცემა საჯარო სამსახურებში არსებული დაბალი სახელფასო ანაზღაურების გამო და პროფესიონალი კადრების შენარჩუნების  მიზნით.

საკითხი 2018 წლიდან დარეგულირდება, როდესაც ძალაში შევა საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" რომელიც  საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურების წესს და პირობებს განსაზღვრავს“, - ნათქვამია აჭარის მთავრობის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics