|
2017-11-17 19:01:56, 2404 ნახვა
კომენტარი
კალაძე: თითოეული თბილისელი უახლოეს მომავალში ჩვენი მუშაობის პირველ ხელშესახებ შედეგებს დაინახავს
თბილისის მერმა კახა კალაძემ საკრებულოს მიდი მოადგილეების, საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელების და გამგებლების დამტკიცებისთვის მადლობა გადაუხადა. კალაძის თქმით, მისი გუნდი მუშაობას ორშაბათიდან შეუდგება. მისივე განცხადებით, მოსახლეობა და დედაქალაქის სტუმრები უახლოეს მომავალში მოსახლეობა მერიის ახალი გუნდის მუშაობის პირველ ხელშესახებ შედეგებს დაინახავს. "ჩვენ ყველანი ერთად, ერთიანი ძალებით შევუდგებით უკვე ოფიციალურად, ორშაბათს მუშაობას და თითოეული თბილისელი და ჩვენი დედაქალაქის სტუმარი უახლოეს მომავალში ჩვენი მუშაობის პირველ ხელშესახებ შედეგებს დაინახავს. მინდა მივმართო თბილისის რაიონის გამგებლებს - თქვენ ხართ სწორედ ის რგოლი, რომელსაც ყოველდღიური შეხება აქვს მოქალაქეებთ და მათ პრობლემებთან. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გამგებლები და გამგეობები ეფექტურად მუშაობდნენ და წყვეტდნენ მოსახლეობის წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს. თქვენი კოორდინირებული მუშოაბა, საფუძველია იმ კონცეფციის განხორციელების, რომ თბილისი სიცოცხლით სავსე ქალაქი გახდეს. მივმართავ საქალაქო სამსახურების უფროსებს - თქვენი სამსახურების ეფექტური და რაც მთავარია მობილური მუშოაბის შედეგი იქნება თბილისის რაიონებში იმ დაპირებების შესრულება, რაც მოსახლეობას გავაცანით და რა მოლოდინიც არსებობს საზოგადოებაში. საზოგადოების განწყობა ეს იქნება ყველაზე ზუსტი შეფასება თქვენი საქმინობის. მოვუწოდებ ყველას მაქსიმალურად გამჭვირვალედ იმუშავოთ და იყოთ თანამშრომლობისთვის გახსნილები. საკრებულოს წევრებს მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო დღევანდელი თანამშრომლებისთვისვის და შემდგომ საქმინობაში წარმატებებს ვუსურვებ", - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)