|
2017-11-17 17:42:29, 1859 ნახვა
კომენტარი
სერგეენკო: ბავშვის სქესის არგამხელასთან დაკავშირებით რეკომენდაცია გაცემულია, თუმცა ამას ერთეულები იცავენ
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ბოლო პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში აბორტის შემცირებას დადებითად აფასებს. ამასთან, სერგეენკო მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, ორსულობის პერიოდში სქესის არგამხელა, რადგან მისივე თქმით, ეს ზოგჯერ მშობლების გადაწყვეტილებაზე გავლენას ახდენს. "აბორტების რაოდენობა ბოლო წლინახევრის განმავლობაში საკმაოდ მკვეთრად, რამდენიმე ათასით არის შემცირებული და ეს ძალიან კარგია. რაც შეეხება ე.წ. სელექციურ აბორტებს, ირიბი მაჩვენებლებით ხდება დათვლა - დემოგრაფიულად რამდენი უნდა ყოფილიყო თანაფარდობა ქალსა და ვაჟს შორის, თუმცა ეს არის ირიბი ინდიკატორი, მხოლოდ ამაზე დაყრდნობა არ შეიძლება. მნიშვნელოვანია, სქესის არგამხელა ორსულობის პერიოდში, რადგან ზოგჯერ სამწუხაროდ, ეს გავლენას ახდენს მშობლების გადაწყვეტილებაზე, რაც უბრალოდ, მიუღებელია. წლების წინ არის რეკომენდაცია მიცემული სქესის არგამხელასთან დაკავშირებით, ერთეულები ამას იცავენ, სამწუხაროდ, უმეტესობა არ იცავს და მნიშვნელოვანია ეს ეტიკეტი ორსულთან ყველასგან იყოს დაცული", - განაცხადა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, რომელიც საქართველოში დემოგრაფიულ ვითარებას ეხება, 1990-2015 წლებში, ბიჭის ყოლის სურვილის გამო, ქვეყანაში 31 446 გოგო არ დაიბადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)