|
2017-11-15 21:45:05, 1724 ნახვა
კომენტარი
ომბუდსმენი მარნეულის მერს: მომავალში სექსისტური გამონათქვამებისგან თავი შეიკავეთ
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება 13 ნოემბერს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას მარნეულის ახლადარჩეული მერის თემურ აბაზოვისა და სოფელ კაჩაგანის მოსახლეობის შეხვედრის შესახებ, რომელსაც მხოლოდ მამაკაცები ესწრებოდნენ. უჩა ნანუაშვილის განცხადებას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს: „შეხვედრაზე მყოფთა თქმით, მათი მეუღლეებისათვის სოფლის ცენტრში მისვლა არ შეიძლება, ზოგიერთმა კი ქალების არყოფნის მიზეზად სადილის გაკეთება დაასახელა. აღნიშნულ მსჯელობას დაეთანხმა ასევე მარნეულის მერი, რომელმაც აღნიშნა, რომ „ალბათ, ამ დროს, შუადღე არის და თავიანთი მეუღლეებისათვის საკვებს ამზადებენ.“ სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ქალთა თანასწორობის მხრივ დღესაც ბევრი გამოწვევა არსებობს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა კი ქალთა სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის საკითხია. ამის გათვალისწინებით, საზოგადოების თუ თანამდებობის პირების მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება ამყარებს არსებული დისკრიმინაციის წამახალისებელ სტერეოტიპებს ქალისა და მამაკაცის განსაზღვრული როლების შესახებ და ხაზს უსვამს მამაკაცის დომინანტურ მდგომარეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. აღნიშნული კი ქმნის საფრთხეს, რომ ქალები, მომავალში, სქესის გამო უფრო ხშირად დაექვემდებარებიან დისკრიმინაციას. ამასთან, განსაკუთრებით შემაშფოთებელია გენდერულად მჩაგვრელი პრაქტიკის მხარდაჭერა და წახალისება ქალაქის მერის მხრიდან, რომელსაც, თავის მხრივ, თანასწორი გარემოს შექმნის ვალდებულება გააჩნია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს მარნეულის მერს თემურ აბაზოვს, მომავალში თავი შეიკავოს სექსისტური გამონათქვამებისგან და თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში ხელი შეუწყოს გენდერულ თანასწორობას რეგიონში“, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)