|
2017-11-15 16:32:55, 1903 ნახვა
კომენტარი
სამადაშვილი: გახარიას არანაირი კვალიფიკაცია არ აქვს, გარდა იმისა, რომ ივანიშვილის ნდობით არის აღჭურვილი
„სრულიად გაუგებარია როდესაც გვთავაზობთ შინაგან საქმეთა მინისტრად ბატონ გახარიას კანდიდატურას, რომელსაც არანაირი შესაბამისი კვალიფიკაცია არ აქვს, გარდა იმისა, რომ ის არის აღჭურვილი ივანიშვილის ნდობით“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. დეპუტატმა აღმასრულებელ ხელისუფლებაში მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მმართველი ძალა საბიუჯეტო პროცესის განხილვას ხელახლა იწყებს. „ის ცვლილებები, რომელსაც დღეს გვთავაზობთ და როდესაც რამდენიმე კვირის წინ განვიხილეთ ბიუჯეტი პარლამენტში, ეს არის უბრალოდ საკუთარი თავის შეურაცხყოფა ნებისმიერი პოლიტიკური მმართველი ძალისგან. თქვენ დაამტკიცეთ ბიუჯეტი და დღეს გვეუბნებით, რომ აუქმებთ რამდენიმე მნიშვნელოვან უწყებას ამ ქვეყანაში და ფაქტიურად ხელახლა იწყებთ საბიუჯეტო პროცესს. ეს ხდება იმიტომ რომ სახელმწიფო ამ ქვეყანაში მოიშალა და არაფორმალური მმართველობაა, როდესაც ქვეყანა იმართება სადღაც, რომელიღაც კერძო რეზიდენციიდან, იმის ნაცვლად რომ პოლიტიკის დაგეგმვა მიმდინარეობდეს ამისთვის განკუთვნილ სახელმწიფო უწყებებში მთავრდება იმით, რითაც დამთავრდა. პოლიტიკური ოლიგარქია, რომელიც შეიქმნა ამ ქვეყანაში ანგრევს სახელმწიფო ინსტიტუტებს და თქვენს მიერ წარმოდგენილი დღევანდელი ცვლილებები სწორედ ამის კიდევ ერთი უტყუარი ნიშანია. თქვენ ხართ არაფორმალური მმართველობისთვის“,-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)