|
2017-11-14 11:42:48, 1784 ნახვა
კომენტარი
პოლონეთის საგარეო მინისტრი: ჩვენგან გაქვთ ისეთი მხარდაჭერა, რომ საბოლოოდ ევროკავშირის წევრები გახდებით
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიტოლდ ვაშჩიკოვსკის განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში ახალ კომუნიკეს მიიღებენ, რომელიც საქართველოსთვის დამაკმაყოფილებელი იქნება. ვაშჩიკოვსკის განცხადებით, პოლონეთი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და სუვერენიტეტს მხარს უჭერს. “ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს ველოდებით და ჩვენ გვინდა ევროკავშირის ყველა ლიდერს, რომ ამ ღონისძიებაში მონაწილეობა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე მიიღონ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ინსტრუმენტი უდიდესი ყურადღებას იმსახურებს. ჩვენ სამიტის ფარგლებში ახალ კომუნიკეს მივიღებთ და იმედი გვაქვს, რომ კომუნიკე საქართველოსთვის დამაკმაყოფილებელი იქნება და მოგეწონებათ. ევროკავშირთან უფრო და უფრო მეტ მიახლოვებისკენ მოგიწოდებთ. ჩვენ ევროკავშირში თქვენს გაწევრიანებას მხარს ვუჭერთ, მაგრამ ევროკავშირში ამჟამად არსებული მძიმე სიტუაციის გამო, ეს ამ ეტაპზე შეუძლებელია. ჩვენ თითები გვაქვს გადაჯვარედინებული და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ველოდებით. ძალიან ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას, რომ საქართველო იმ ქვეყანად გახადოთ, რომელიც ევროკავშირში შესვლას შეძლებს. თქვენ ევროკავშირზე დღეს უკეთესი წვდომა გაქვთ და ასე გაგრძელდება. ამის მაგალითია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და ასევე ვიზალიბერალიზაცია. უნდა ვთქვა, რომ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და სუვერენიტეტს მხარს ვუჭერთ. პოლონეთი საქართველოს დამოუკიდებელი ქვეყნის საერთაშორისო აღიარებული საზღვრების დარღვევას არასდროს არ დაუშვებს. ჩვენ თქვენ გხედავთ, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მომავალ წევრს. ისეთი მხარდაჭერის ფონზე, რომელიც თქვენ პოლონეთისგან და შვედეთისგან გაქვთ იცოდეთ, რომ საბოლოოდ ევროკავშირის წევრები გახდებით”, – განაცხადა ვიტოლდ ვასჩიკოვსკიმ. ცნობისთვის, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები იმყოფებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)