|
2017-11-13 14:08:04, 2758 ნახვა
კომენტარი
მიხეილ ჩხენკელი: თითოეულმა ახალგაზრდამ უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო მასზე ზრუნავს
განათლების მინისტრობის კანდიდატის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი განათლებაზე და მეცნიერებაზე ზრუნვა იქნება. ჩხენკელმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. „მინდა უღრმესი მადლობა ვუთხრა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელმაც დიდი ნდობა გამომიცხადა. ჩემს ცოდნას, გამოცდილებას, ენერგიას, მოვახმარ ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, რაც არის განათლებისა და მეცნიერების ხარისხის განვითარება საქართველოში. ახლახანს ჩვენ გვქონდა საინტერესო შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან. ვისაუბრეთ ძალიან საინტერესო თემებზე, კონკრეტულად იმაზე, რომ მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაში განათლება და განათლებაზე ზრუნვა იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი პოზიცია და ჩვენი სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი სწორედ განათლებაზე და მეცნიერებაზე ზრუნვა იქნება. მთავარი მინდა გამოვყო რაზეც ვისაუბრეთ პრემიერ-მინისტრთან. თითოეულმა ახალგაზრდამ უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო მასზე ზრუნავს. ჩვენ გვყავს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები, ნიჭიერი თაობა მოდის და მათ ჭირდებათ ხელშეწყობა და იმ პირობის შექმნა, რომ მოხდეს ამ პოტენციალის რეალიზება“, - განაცხადა ჩხენკელმა. ცნობისთვის, მიხეილ ჩხენკელი განათლების მინისტრის პოსტზე ალექსანდრე ჯეჯელავას შეცვლის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)