|
2017-11-08 13:16:50, 1564 ნახვა
კომენტარი
დოლიძე: ჰუმანიტარული ვითარება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა შექმნილი, ძალიან საგანგაშოა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ჰუმანიტარული ვითარება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა შექმნილი, ძალიან საგანგაშოა. დოლიძემ ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე ანგარიშის - "კონფლიქტი საქართველოში" დაგეგმილი განხილვის კომენტირებისას აღნიშნა, რომ მთავრობა ადგილზე საერთაშორისო ჩართულობის გაზრდის მიმართულებით, ყოველთვის მუშაობს: „ბატონი დავით ზალკალიანი გახლავთ სტრასბურგში ამ საკითხის განსახილველად. ის ჰუმანიტარული ვითარება, რომელიც შექმნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არის ძალიან სამწუხარო, ძალიან საგანგაშო, გამომდინარე იქედან, რომ პრაქტიკულად ადამიანის უფლებები ილახება სერიოზულად, სწავლის უფლება, გადაადგილების უფლება, საერთოდ ცხოვრების უფლება, საერთაშორისოდ გათვალისწინებული ყველა ნორმაა დარღვეული. ეს არის ერთი სამართლებრივი მხარე, რასაც აკეთებს რუსეთის ფედერაცია ადგილზე, მეორეა ადამიანური, ჰუმანური მხარე, რაც საგანგაშოა. ამიტომ ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებთ და ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ საერთაშორისო ჩართულობა ადგილზე იყოს რაც შეიძლება მეტი. ამიტომაც თუნდაც ევროპელი დამკვირვებლების ადგილზე ყოფნა, განსაკუთრებით შიგნით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის მნიშვნელოვანი. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. თუმცა, იგივე ის, რომ ბატონი იაგლანდი კარგად იცნობს ამ პრობლემას და პირადად არის ჩართული ამ საკითხის წამოწევაში, არის აღნიშვნის ღირსი და მადლიერი ვარ მისი, რომ მისი მხრიდან აქტიურობა გრძელდება, რადგან ევროსაბჭო არის სწორედ ის ორგანიზაცია, რომელსაც ეკუთვნის ამგვარი საკითხების ადგილზე განხილვა“,-აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ. შეგახსენებთ, დღეს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1299-ე სხდომაზე განიხილება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-16 კონსოლიდირებული ანგარიში - "კონფლიქტი საქართველოში". საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ანგარიში მოიცავს პერიოდს 2017 წლის აპრილიდან 2017 წლის სექტემბრის ჩათვლით. ანგარიშის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი. „მე-16 კონსოლიდირებულ ანგარიშში გენერალური მდივანი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე. აგრეთვე ეთნიკური ქართველებისთვის უფლებების შეზღუდვაზე მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის შემდეგ აფხაზეთის რეგიონში შექმნილ მძიმე ვითარებაზე. ანგარიშში ხაზი გაესვა ისეთ საკითხებს, როგორიცაა სოფელ ერედვში ქართველთა კუთვნილი სახლების განადგურების ფაქტები, გამშვები პუნქტების დახურვა, ე.წ. ბორდერიზაცია, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, ეთნიკური ნიშნით შევიწროვება და სხვა სახის პრობლემები“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში. მათივე ცნობით, კონსოლიდირებული ანგარიშის წარდგენისას, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს სიტყვით მიმართავს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი. თავის გამოსვლაში მინისტრის პირველი მოადგილე ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობასა და ბოლო პერიოდში რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)