|
2017-11-06 20:54:35, 2277 ნახვა
სამართალი
ნინო გვენეტაძე საბჭოს წევრებს ზეწოლაში ადანაშაულებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განცხადებით, კოლეგებმა მის მიმართ დღეს იძულება განახორციელეს. გვენეტაძემ აღნიშნა, რომ მას დაპირისპირებისა და ხმაურის რეჟიმში სხდომის გაგრძელება აღარ შეეძლო. ამიტომ, გვენეტაძემ სხდომა დაასრულა და განაცხადა, რომ საბჭოს წევრების პრეტენზიებს წერილობით უპასუხებს: „მე აღარ შემიძლია ამ რეჟიმში მუშაობა, თქვენ მთელი სხდომა იძულებას ახორციელებდით ჩემზე, რომ ან კი გვითხარი, ან არა. ასეთი კი, ან არა, ამ კითხვებზე არ არსებობს. მე არაფერს ვერიდები, პასუხისმგებლობას ვიღებ ყველაფერზე. რადგან ამ ფორმატში მუშაობა არის შეუძლებელი, მეც და თქვენც, ეს არ არის შეურაცხყოფა, არაადეკვატურები ვართ, ამ დღეს, რომელსაც ჰქვია იძულების, შანტაჟის, ყველაფერს ჩავწერ, არაფერი გამომრჩება, ყველა პასუხს წერილობით მოგახსენებთ“,-მიმართა საბჭოს წევრებს ნინო გვენეტაძემ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის შეფასებით, საბჭოს მოსამართლე წევრების კითხვები საფუძვლიანია. მისი განმარტებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებზე, რომლის თანახმადაც, 34 მოსამართლე უვადოდ გამწესდა, საბჭოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს, ხელი ამ დრომდე მოწერილი არ აქვს, რაც კითხვებს აჩენს: „მოსამართლე წევრმა მიმართა თავმჯდომარეს შეკითხვით, თუ როდის მოაწერდა, ან საერთოდ მოაწერს თუ არა ხელს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო, 34 მოსამართლე უვადოდ გამწესდა საბჭოს გადაწყვეტილებით. დღემდე არ არის ხელი მოწერილი არც ერთ გადაწყვეტილებაზე, ბუნებრივია, ისმის შეკითხვები, მათ შორის მოსამართლეებისგანაც, ასევე იყო სხვა შეკითხვებიც სამუშაო ჯგუფის მოწვევის პროცედურებთან დაკავშირებით და რამდენიმე შეკითხვა დაისვა, რომ ერთპიროვნულად ხდება ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც წესით კოლეგიურად უნდა მიიღოს ან საბჭომ, ან საბჭოს მიერ შექმნილმა სამუშაო ჯგუფებმა“,-აღნიშნა გიორგი მიქაუტაძემ. ამავე თემაზე http://epn.ge/index.php?id=55010
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)