02:04 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-04 16:03:10, 2546 ნახვა

სამართალი
საქალაქო სასამართლომ ცესკო-ს წინააღმდეგ 10 ოპოზიციური პარტიის სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 პოლიტიკური სუბიექტის მიერ შეტანილი სარჩელი, რომლის თანახმადაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შემაჯამებელი ოქმების გაუქმებასა და ხმების ხელახალ გადათვლას ითხოვდნენ, არ დააკმაყოფილა.

სასამართლოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად დასახელდა, ის რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ არჩევნების დროს ვინმეზე ზეგავლენის მოხდენას ჰქონდა ადგილი. 

არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენლის დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ. 

"მას შემდეგ, რაც მოვივლით აქ ყველა ინსტანციას, აუცილებლად მივმართავთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც", - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics