22:47 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-03 17:11:49, 1804 ნახვა

კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: განათლების რეფორმა მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია

განათლების რეფორმა მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის განხილვისას.

როგორც მან აღნიშნა, პედაგოგთა სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგება ეტაპობრივად დაიწყო. პირველადი ზრდა განხორციელდა 2015 წლის სექტემბრიდან, მეორე ეტაპი განხორციელდა 2016 წლის აპრილიდან, 2017 წლის იანვრიდან კი განხორციელდა მასწავლებელთა ხელფასის ზრდის მესამე ეტაპი.

„შესაბამისად, სრული დატვირთვის შემთხვევაში, მენტორის ანაზღაურება შეადგენს 700 ლარს - ზრდაა 300  ლარით, წამყვანი მასწავლებლის ანაზღაურება 500 ლარია, ხოლო უფროსი მასწავლებლის ანაზღაურება არის 320 ლარი. 2017 წლის იანვარ-აგვისტოში აღნიშნული სქემით განსაზღვრული მასწავლებლის დანამატების ხარჯების დაფინანსებამ შეადგინა 37.5 მლნ ლარი, რაც 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 18.1 მლნ ლარით. შესაბამისად, როგორც კი პედაგოგებს აქვთ სრული დატვირთვა, ისინი იღებენ აღნიშნულ დანამატს", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველი შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics