2017-10-30 12:07:26, 1998 ნახვა
კომენტარი
დოლიძე: 1 წელია სამინისტროში ვარ და მთელი ეს პერიოდი ქამრები გვაქვს შემოჭერილი
„ერთ წელია სამინისტროში ვარ და მთელი ეს პერიოდი ქამრები გვაქვს შემოჭერილი“, - ასე უპასუხა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ პრემია-დანამატებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, პრემიას იმ თანამშრომლებზეც ვერ გასცემენ, რომლებიც ამას იმსახურებენ.
"არანაირ პრემია-დანამატებზე სუბარი არ არის. მე უკვე 1 წელია სამინისტროში ვარ და თქვენ ალბათ ნახეთ, რომ ჩვენ ქამრები შემოვიჭირეთ და სამწუხაროდ პრემიებს ჩემ თანამშრომლებზეც ვერ გავცემთ. იმ ხალხზე ვისაც ეს პრემიები ეკუთვნით ",- განმარტა დოლიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტში შესაძლოა პროექტი განიხილონ, რომლის თანახმადაც პრემია-დანამატები ჯილდოთი შეიცვლება.
ავტორი: ,