00:20 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-27 11:42:25, 2243 ნახვა

სამართალი
ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მისცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება - გასაღების და შეძენის ფაქტზე, ბრალდებულის სახით,  ორი კომპანიის ხელმძღვანელი პირი პასუხისგებაში მისცეს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით,  ერთ-ერთი კომპანიის დირექტორმა დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, შესაბამისი სასაქონლო ზედნადებებით.

„ყალბი დოკუმენტის თანახმად, ბრალდებულმა ჯამში 38 522 ლარის ღირებულების ხის მასალა პარტნიორ კომპანიას  მიაწოდა. აღნიშნული კომპანიის  დირექტორმა კი, თავის მხრივ, დამატებული ღირებულების გადასახადში უკანონო ჩათვლების მიღების მიზნით, ფიქტიურად მიწოდებული საქონლის შეძენასთან დაკავშირებული ყალბი საგადასახადო დოკუმენტების საფასურად 3 500 ლარი გადაიხადა“, - ნათქვამია განცადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  4-დან 7 წლამდე ვადით.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics