21:21 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-25 21:41:16, 1893 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი: როდესაც არ არის მაკონტროლებელი და დამაბალანსებელი, მაშინ ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის ძნელი პერიოდი დგება

„როდესაც არ არის მაკონტროლებელი და დამაბალანსებელი, მაშინ ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის ძალიან ძნელი პერიოდი დგება“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი ერთი პარტიის ხელშია კონცენტრირებული, ეს საშიშროებას წარმოადგენს.

„როდესაც შენ, მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი კონცენტრირებული გაქვს ერთი პარტიის ხელში, ეს საშიშროებაა და იმდენად ტრივიალური ჭეშმარიტებაა, რომელზეც დღეს უკვე ჩვენი პარტნიორები საუბრობენ. ძალიან მარტივ ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ. მე მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ როდესაც არ არის მაკონტროლებელი და დამაბალანსებელი, ანა-ბანას ვლაპარაკობ, მაშინ ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის ძალიან ძნელი პერიოდი დგება. ასეთი ძნელი პერიოდი დამდგარა „მოქალაქეთა კავშირისთვის“, „ნაციონალური მოძრაობისთვის“, მე არ მინდა, რომ ხელისუფლების კონსოლიდაციით და საკუთარი სიძლიერით აღფრთოვანებულმა „ქართულმა ოცნებამ“ ამ რთულ გზაზე დაიწყოს სვლა. არც „ქართული ოცნებისთვის არ მინდა და არც ჩვენი საზოგადოებისთვის“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics