|
2017-10-24 17:23:54, 1078 ნახვა
სამხედრო
გაერთიანებულ სამეფოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას ხელი მოეწერა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს ლევან იზორიამ ბრიტანელ კოლეგასთან, სერ მაიკლ ფელონთან გამართა შეხვედრა. სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი, რაც საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული ურთიერთობის დინამიკის გაფართოებასა და გაძლიერებას ისახავს მიზნად. ლევან იზორიას განცხადებით, დიდი ბრიტანეთი მზადაა ქართველ პარტნიორებთან ერთად მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებში კიდევ უფრო აქტიურად მიიღოს მონაწილეობა, რაც საქართველოში სტაბილურობას განამტკიცებას, ასევე ქართველი სამხედროების განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლებას შეუწყობს ხელს. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა შეხვედრაზე მზადყოფნა გამოთქვა, ეწვიოს საქართველოს, რაც ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისა და არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის მკაფიო გამოხატულებაა. სერ მაიკლ ფელონმა ქართველ კოლეგას ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში საქართველოს მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით საქართველოს მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ლევან იზორიამ ბრიტანელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო და აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP) ტრანსფორმაციის პროცესის განუყოფელი ნაწილია, მის იმპლემენტაციაში კი, დიდი წვლილი ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს მიუძღვით. თავის მხრივ, სერ მაიკლ ფელონმა უწყებაში განხორციელებული რეფორმები და მიღწეული პროგრესი დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა უცვლელია. როგორც ლევან იზორიამ განმარტა, გაერთიანებული სამეფო მზადყოფნას გამოთქვამს, გააგრძელოს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი გაერთიანებულ სამეფოში დღეს დასრულდება. (NS)
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)