18:47 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-22 16:48:17, 1952 ნახვა

კომენტარი
კალაძე: მერიის კარი იქნება ღია ყველასთვის, მათ შორის ოპონენტებისთვის

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერიის კარი ყველასთვის ღია იქნება, მათ შორის მისი ოპონენტებისთვის.

კალაძის განმარტებით, თუ ოპოზიციურ კანდიდატებს რაიმე დედაქალაქთან დაკავშირებით რამე კონკრეტული იდეები ექნებათ, ის მზადაა თანამშრომლობისთვის.

"მერიის კარი იქნება ღია თითოეული გულშემატკივრისთვის, ნებისმიერი კონსტრუქციული ძალისთვის და თუნდაც ჩემი ყოფილი კონკურენტებისთვისაც, რომელთაც კონკრეტული რეალისტური იდეები აქვთ და სურთ საკუთარი წვლილი შეიტანონ დედაქალაქის უკეთესი მომავლის მშენებლობაში. თუ მათ გააჩნიათ კონკრეტული ხედვები, იდეები, კონკრეტული პროექტები თბილისთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მზად ვართ მათთან თანამშრომლობისთვის. ჯერ კიდევ სატელევიზიო დებატების დროსაც ძალიან ბევრჯერ განვაცხადე რომ ეს ქალაქი მარტო კახა კალაძის, მარტო "ქართული ოცნების" არ არის. ყველას გვიყვარს და ყველას გვაქვს სურვილი, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უკეთესი, ლამაზი, კეთილმოწყობილი, ეკოლოგიურად სუფთა და ასე შემდეგ, ყველა ჩემს ოპონენტს, ვისაც სურვილი ექნება სამომავლოდ და წარმოადგენს თავის ხედვას, კონკრეტულ პროექტს თუნდაც ქალაქში განსახორციელებლად და ეს ქალაქისთვის იქნება მისაღები, მე მზად ვარ თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვიყავით ოპონენტები მაგრამ არ ვყოფილვართ მტრები", - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
ზახაროვა: თბილისმა მტკიცე და გააზრებული არჩევანი გააკეთა
საქართველოში პატიმრების უპრეცედენტო ზრდაა, - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics