2017-10-20 15:25:35, 1936 ნახვა
კომენტარი
აზერ სულეიმანოვი: მარნეული თითქოს ავღანეთს დაემსგავსა, ყოველდღე რაღაც ხდება
„გუშინდელი ფაქტით საქართველოს იმიჯი სერიოზულად დაზარალდა“,-ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის დეპუტატი აზერ სულეიმანოვი ყიზილაჯლოში მომხდარ ინციდენტს.
დეპუტატის თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდში სერიოზული პრობლემებია.
„დღეს ჩემმა კოლეგა ზაზა ხუციშვილმა განაცხადა, რომ ვითომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის გაკეთებული. საღამოს მინისტრი იყო ჩამოსული და ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი არის „ქართული ოცნება“. პასუხს ველოდებით თუ რა მოხდა გუშინ მარნეულში. მარნეული იცით როგორი გახდა? თითქოს ავღანეთია, თითქოს 90-იანი წლებია, ყოველდღე რაღაც ხდება ან ქურდობა ან ძალადობა. გუშინდელი ფაქტით სერიოზულად დაზარალდა საქართველოს იმიჯი“,-განაცხადა სულეიმანოვმა.
შეგახსენებთ, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 4 პირი დაჭრა.
ავტორი: ,