|
2017-10-20 12:26:57, 1813 ნახვა
კომენტარი
„თბილისი მალე იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი“ - კახა კალაძემ ამომრჩევლებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, საქართველოს მოსახლეობას, ხვალ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. როგორც კალაძემ აღნიშნა, მოსახლეობამ 21 ოქტომბრის არჩევნებში საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსიროს, რადგან ქალაქის მომავალი მათზეა დამოკიდებული. "მოგეხსენებათ ხვალ საქართველოს მასშტაბით იმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მიიღებს გადაწყვეტილებას თუ ვის უნდა ანდოს საკუთარი ქალაქის, საკუთარი მუნიციპალიტეტის მართვის მომავალი მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ამ არჩევნებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ჩვენი საარსებო გარემოს, ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ყოფის გაუმჯობესებისთვის. მინდა ვთხოვო ყველა ჩემ მხარდამჭერს, ყველა ჩემ თანამებრძოლს - მეგობრებო, ჩვენი ერთად დგომა არჩევნებზე გამოცხადება და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა უნდა გავერთიანდეთ. მოვიდეთ არჩევნებზე და დავაფიქსიროთ საკუთარი პოზიცია. მხარი დავუჭიროთ სიცოცხლით სავსე ქალაქს. მხარი უნდა დავუჭიროთ ძლიერ რეგიონებს და ძლიერ საქართველოს. მხარი უნდა დავუჭიროთ ჩვენი ქვეყნის სწორ გეგმას და ზომიერ განვითარებას. ჩვენი შვილების ჯანსაღ და განათლებულ მომავალს. მხარი უნდა დავუჭიროთ ადამიანების. თავისუფლებაზე და კეთილდღეობაზე ორიენტირებულ მმართველობას. მხოლოდ ასე ერთად დგომით შევძლებთ სიცოცხლით სავსე ქალაქის და ძლიერი ქვეყნის მშენებლობას. 21 ოქტომბერს ყოველი ჩვენგანი აუცილებლად უნდა გამოცხადდეთ საარჩევნო უბნებზე და მხარი დაუჭიროთ "ქართულ ოცნებას". თითოეული ჩვენგანის, ჩვენი ქალაქის და ქვეყნის გამარჯვებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი მალე იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი", - განაცხადა მერობის კანდიდატმა.
(NS)
საქართველოში პატიმრების უპრეცედენტო ზრდაა, - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება
დააგროვეთ 10-ჯერ მეტი PLUS ქულა Tbilisi Mall - ში შოპინგისას
სააკაშვილი - ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)