|
2017-10-19 13:30:40, 1731 ნახვა
კომენტარი
დავით ზალკალიანი: ძნელია იმის მტკიცება, სოსო ოსორაული გარდაცვლილია თუ არა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, საგარეო უწყება კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის, სოსო ოსორაულის ოჯახის წევრებთან მუდმივ კონტაქტზეა. მისივე თქმით, ოსორაულის ოჯახისთვის თავიდანვე ცნობილი იყო იმ დოკუმენტაციის შესახებ, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს გააჩნია. ზალკალიანის განმარტებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რათა დამატებითი ინფორმაცია მოიპოვოს: „ისინი თავიდანვე იყვნენ ინფორმირებული იქ განვითარებული პროცესების შესახებ. იქ განვითარებული რთული პოლიტიკური სიტუაციის გამო, ძალიან რთულია, რომ მყარი მტკიცებულებები იყოს წარდგენილი, თუმცა ის დოკუმენტაცია, რაც ჩვენ ხელთ გვქონდა, ბუნებრივია, ოჯახისთვისაც იყო ცნობილი. ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენ ყველა ჩვენს ხელთ არსებული რესურსი გამოყენებული გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დამატებითი მტკიცებულებები კიდევ იყოს მოპოვებული და ოჯახს მიეწოდოს ამომწურავი ინფორმაცია. ძნელია იმის მტკიცება გარდაცვლილია თუ არა, მაგრამ ჩვენს ხელთ არსებული საბუთები, რაც გვაქვს, ბუნებრივია, მივაწოდეთ ოჯახს",- განაცხადა ზალკალიანმა. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის სოსო ოსორაულის ოჯახის წევრებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართეს. ოსორაულის ძმის, გიორგი ოსორაულის განცხადებით, გაურკვეველი რჩება მათთვის, რატომ ვერ ხერხდება ამ დრომდე მის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მოპოვება. „აცხადებენ და ამტკიცებენ მიცვალებულიაო. თუ მიცვალებულია დააბრუნონ საფლავი მაინც რომ იცოდეს ოჯახმა“, - განაცხადა გიორგი ოსორაულმა. ცნობისთვის, 23 იანვარს კონგოში ადგილობრივმა მეამბოხეებმა ქართველი მფრინავი სოსო ოსორაული ტყვედ აიყვანეს. მათ სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი ჩამოაგდეს, ერთ-ერთს სწორედ ოსურაული მართავდა. სოსო ოსურაული თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალებიდან 2015 წელს საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა და მუშაობა კონგოში, კერძო საავიაციო კომპანიაში დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)