|
2017-10-13 16:51:56, 1912 ნახვა
კომენტარი
კობახიძე ბოკერიას: ჩვენზე ჭკვიანები რომ იყოთ, ჩვენ არ ვისხდებოდით 116 კაცით და თქვენ 21
თქვენ, რომ ჩვენზე ჭკვიანები იყოთ ჩვენ არ ვისხდებოდით 116 კაცი და თქვენ არ ისხდებოდით აქ 21 კაცით, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ევროპული საქართველოს" წევრ გიგა ბოკერიას. მანამდე უმცირესობის დეპუტატმა მმართველ გუნდს მოუწოდა პრეზიდენტის ვეტოს დაეთანხმონ. "სწორედ გავიგე ბატონო ირაკლი თქვენი და უმრავლესობის პოზიცია, რომ რადგან პრეზიდენტი არ დაეთანხმა ვეტოს იმ ვარიანტს, რომელსაც თქვენ საჯაროდ სთავაზობდით, ახლა თქვენ აპირებთ, რომ ინიცირება მოახდინოთ ამ ცვლილებების ამ კონსტიტუციის მიღების შემდეგ. სწორედ მესმის ხო?! თუ ეს ასეა და სწორად გავიგე პროცედურული ჟესტის შანსი გაქვთ. დაეთანხმეთ პრეზიდენტის ვეტოს და მოახდინეთ ინიცირება იმისი, რასაც არ ეთანხმებით. გაწყობთ ასეთი ვარიანტი?! ხომ გაქვთ უმრავლესობა და ასეთ ჟესტს გააკეთებთ საზოგადოების და პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ. ეჭვი გეპარებათ რამეში? იქნებ სცადოთ და დაფიქრდეთ", - მიმართა ბოკერიამ "ქართული ოცნების" დეპუტატებს. აღნიშნულს ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა: "თქვენ, რომ ჩვენზე ჭკვიანები იყოთ ჩვენ არ ვისხდებოდით 116 კაცი და თქვენ არ ისხდებოდით აქ 21 კაცით, ბატონო გიგა. ასე, რომ ჭკუაში მოტყუება ცოტა ისეთი მცდელობაა", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)