|
2017-10-13 15:11:13, 1871 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული მუხლის შესახებ მზად ვართ, კონსულტაციები გავაგრძელოთ
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი მზადაა, კონსტიტუციაში რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული მუხლის შესახებ კონსულტაციები გააგრძელოს და დოკუმენტში ახალი რედაქცია აისახოს. თუმცა, კობახიძე ამბობს, რომ ვენეციის კომისია შინაარსობრივად არ ეწინააღმდეგება დოკუმენტის ტექსტში სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ ჩანაწერის არსებობას. კობახიძის განმარტებით, ვენეციის კომისია მხარს უჭერს მიდგომას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოება რწმენის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი შეიძლება იყოს: „რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებით , მე მქონდა პირადად კონსულტაციები ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობასთან, ისინი შინაარსობრივად არ ეწინააღმდეგებიან სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ ჩანაწერის არსებობას დოკუმენტის ტექსტში, ესაა მათი პოზიცია, უბრალოდ, გამომდინარე იქედან, რომ სხვა რამე წერია ევროპულ კონვენციაში, ამის გამო არის მათი რეკომენდაცია, რომ მოხდეს შესაბამისობაში მოყვანა, თორემ ზოგადად იმ მიდგომას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოება შეიძლება იყოს საფუძველი რწმენის თავისუფლების შეზღუდვის, ემხრობიან და მხარს უჭერენ. გვექნება დამატებითი კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე ახალი რედაქცია აისახება იმ დოკუმენტში, რომლის ინიცირებაც მოხდება“,-აღნიშნა კობახიძემ და დასძინა, რ ომ საქართველოს ზოგიერთ კუთხეში რწმენის თავისუფლება გამოიყენებოდა საბაბად იმისა, რომ მომხდარიყო საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციებისთვის ადამიანების რეკრუტირება. „200 ადამიანის რეკრუტირება მოხდა რწმენის თავისუფლების საბაბით. ეს იყო საფუძველი იმისა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ ჩანაწერი გაკეთდა კონსტიტუციის შესაბამის მუხლში, თუმცა მზად ვართ, განვაგრძოთ კონსულტაციები და ჩამოყალიბდება საბოლოო რედაქცია იმ მუხლის, რომელიც რწმენის თავისუფლებას ეხება“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)