11:27 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-09 13:33:54, 1911 ნახვა

ეკონომიკა
მერსედეს ვერა-მარტინი: სსფ-ს პროგრამით განსაზღვრული ყველა ციფრობრივი კრიტერიუმი შესრულებულია

სსფ-ს პროგრამით განსაზღვრული ყველა ციფრობრივი კრიტერიუმი შესრულებულია და უმეტეს შემთხვევებში, მნიშვნელოვანი გადაჭარბებით, - ამის შესახებ  სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა-მარტინმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის პირველი მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
 
"საქართველოს ეკონომიკური პროგრამა შთამბეჭდავად დაიწყო. ეკონომიკის მოსალოდნელზე სწრაფ ზრდას გონივრულმა პოლიტიკამ და სავაჭრო პარტნიორების მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ შეუწყო ხელი.  2017 წლის ზრდის პროგნოზი 4.3 პროცენტამდე გავზარდეთ, უწინ ნავარაუდევი 3.5 პროცენტის ნაცვლად. ეკონომიკურ ზრდას ხელს უწყობდა ექსპორტი, ტურიზმი და ინვესტიციები. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2017 წელს შემცირდება მშპ-ს 10.4 პროცენტამდე, 2016 წლის 12.8 პროცენტთან შედარებით. საშუალოვადიან პერიოდში ველოდებით ეკონომიკის ზრდის დაჩქარებას დაგეგმილი რეფორმების განხორციელებით, რაც ხელს შეუწყობს კერძო ინვესტიციების, მწარმოებლურობის და ექსპორტის კონკურენტულობის ზრდას," - აღნიშნა სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინმა.
 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველო შეიძლება, დარჩეს ერთადერთ ქვეყანად, რომელიც სრულად იქნება კონტროლირებადი რუსეთის მიერ - ჟალიმასი
მესი ოლეგ სალენკოს შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
Bloomberg: ტრამპმა შეწყვიტა რუსეთის ბრძოლის ველზე გამარჯვების რწმენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics