2017-10-04 18:09:02, 1950 ნახვა
კომენტარი
"პრეზიდენტი იზიარებს საჭიროებას, ვენეციის კომისიასთან შეთანხმებული საკითხები კონსტიტუციაში მალე აისახოს"
პრეზიდენტისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით დასრულდა.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პრეზიდენტი იზიარებს იმის საჭიროებას, რომ ვენეციის კომისიასთან შეთანხმებულ საკითხებზე ცვლილებები კონსტიტუციაში რაც შეიძლება მალე აისახოს.
კერძოდ, საუბარია ბონუსის გაუქმებასა და ბლოკების ერთჯერადად დატოვებაზე.
თალაკვაძემ შეხვედრას საინტერესო და საჭირო უწოდა.
„პრეზიდენტი იზიარებს იმის საჭიროებას, რომ ვენეციის კომისიასთან შეთანხმებულ საკითხებზე ცვლილებების კონსტიტუციაში ასახვა რაც შეიძლება მოკლე ვადაში მოხდეს. საბოლოო გადაწყვეტილებას დაველოდებით“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ავტორი: ,