|
2017-10-04 11:28:40, 925 ნახვა
რეგიონი
ქედის ტურისტულ მარშრუტს ახალი ობიექტი "აჭარის ველი" შეემატა
ქედაში, ერთ-ერთ ყველაზე ისტორიულ და ტურისტულ მარშრუტთან - თამარის ხიდთან, "KTW" ჯგუფის საფირმო მაღაზია „აჭარის ველი" გაიხსნა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეიდან, ქედის ღვინის ქარხნისა და "KTW" ჯგუფის პროდუქცია ტურისტებისათვის მიმზიდველ გარემოში იქნება წარმოდგენილი. მათივე ცნობით, ახალი ტურისტული ობიექტის ოფიციალურ გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარ ზურაბ პატარაძე დაესწრო. ზურაბ პატარაძემ ხაზი გაუსვა საფირმო მაღაზიის „აჭარის ველის" მნიშვნელობას ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციისა და ტურისტებისათვის დამატებითი სერვისის შექმნის საქმეში. მისი თქმით, მაღალმთიან აჭარაში ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული მიმართულება ქედის მუნიციპალიტეტია, სადაც ტურისტები მახუნცეთის ჩანჩქერის, თამარ მეფის თაღოვანი ხიდისა და ღვინის მარნების სანახავად დადიან. „ქართული ღვინის ახალი კუთხე ხელს შეუწყობს ჩვენი ტრადიციებისა და კულტურის მიმართ ინტერესის გაზრდას, ტურისტებისათვის ადგილობრივი პროდუქციის ხელმისაწვდომობას და პოპულარიზაციას" - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. ახალი ტურისტული ობიექტი კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობას" ეკუთვნის, რომლის დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძეა. მისი თქმით, საფირმო მაღაზია „აჭარის ველი" ეს იქნება ერთ სივრცეში წარმოდგენილი ქართული პროდუქცია, სადაც მოსულ ტურისტს საშუალება ეძლევა ერთის მხრივ გაეცნოს 8000 წლოვანი ღვინის წარმოების ისტორიას, მეორე მხრივ დააგემოვნოს და ადგილზე შეიძინოს იგი. „კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და ბრენდის მწარმოებელი ერთ-ერთი დიდი კომპანიაა საქართველოში. ქედაში კომპანია უნიკალური ვაზის ჯიშის ღვინოს „ჩხავერს" აწარმოებს. „KTW ჯგუფის" პროდუქცია სახელწოდებით „ნენა" მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გადის ექსპორტზე. (NS)
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)