10:32 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-02 20:11:13, 2135 ნახვა

კომენტარი
მექვაბიშვილი: ცვლილებები აუცილებელი იყო, რათა აუდიტის სამსახური გაცილებით ეფექტური გამხდარიყო

გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა უწყებაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა.მექვაბიშვილის თქმით, ცვლილებები აუცილებელი იყო, რათა აუდიტის სამსახური გაცილებით ეფექტური გამხდარიყო.

კერძოდ, ახალმა გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ორი მოადგილე - ნინო ლომჯარია და დევი ვეფხვაძე და თანამდებობაზე დატოვა მხოლოდ ნოდარ ჯავახიშვილი.

„ბატონ ნოდარს აქვს უაღრესად დიდი გამოცდილება საჯარო სექტორში და ვფიქრობ, რომ ეს გუნდი, ორი ახალი წევრი, რომლებსაც, ფაქტობრივად, არ აქვთ გამოცდილება საჯარო სექტორში და ბატონი ნოდარის ენერგიის შედეგად, ჩვენ მივიღებთ საკმაოდ ძლიერ გუნდს და ეს ცვლილებები აუცილებელი იყო იმისთვის, რომ აუდიტის სამსახური გამხდარიყო გაცილებით ეფექტური. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ეს იყო, ვიმეორებ, ჩემი გადაწყვეტილება, რომელიც დაფუძნებული იყო პროფესიონალურ კუთხეზე“,-განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.

ამასთან, მექვაბიშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ნინო ლომჯარიას გათავისუფლება მას იუსტიციის მინისტრმა ურჩია. თუმცა, არ მალავს, რომ თეა წულუკიანს შეხვდა:

„ქალბატონ თეას მე შევხვდი და ჩვენ მიმდინარე საკითხები გავიარეთ, რომელიც ეხებოდა აუდიტის სამსახურსა და იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობას. არანაირი რჩევები მას არ მოუცია. თვითონაც ჩადგებოდა უხერხულ მდგომარეობაში ამ თემებთან დაკავშირებით რომ ჩვენ გველაპარკა,“ - განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.

რაც შეეხება არასამთავრობო სექტორის ეჭვებს პოლიტიკურ მოტივაციასთან დაკავშირებით, ირაკლი მექვაბიშვილი ამბობს, რომ მზადაა, არასამთავრობო სექტორს შეხვდეს და მათ კითხვებზე პასუხი გასცეს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
თალიბანის პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა „ჰიჯაბის არასათანადო “ ტარების გამო ქალების დაპატიმრების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics