22:30 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-02 12:46:56, 1090 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის უწყება ნატოს ენის საერთაშორისო საკოორდინაციო ბიუროს პროფესიულ სემინარს მასპინძლობს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ნატოს ენის საერთაშორისო საკოორდინაციო ბიუროს (BILC) პროფესიულ სემინარს მასპინძლობს. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სემინარს ორგანიზებასა და კოორდინაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა უწევს. 
უწყების ინფორმაციით, კურსი თემაზე „ენობრივი მომზადებისა და ტესტირების სტანდარტიზაციის პროგრესის წინაპირობები: მიღებული გამოცდილება“ დღეს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ და BILC-ის ხელმძღვანელმა, თადარიგის პოლკოვნიკმა, ტრეიკო სტოიკოვმა გახსნეს, მონაწილეებს წარმატებები უსურვეს და საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის ინგლისური ენის სათანადოდ ფლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

სემინარში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 54 დელეგატი მონაწილეობს. კურსი 5 ოქტომბერს დასრულდება. 
 საქართველო პირველი ქვეყანა იყო, „პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის “ (PFP) ქვეყნებს შორის, რომელმაც 2013 წელს აღნიშნულ ფორუმს უმასპინძლა. 
წელს კი, მას მეორედ პროფესიული სემინარის ფორმატში მასპინძლობს.
 
ენის სერთაშორისო საკოორდინაციო ბიურო (BILC) ენობრივი მომზადებისა და ტესტირების საკითხებში ნატოს მრჩეველი ორგანიზაციაა. 
მისი მიზანია, ხელი შეუწყოს პროფესიული თანამშრომლობის განმტკიცებასა და ნატოს მხარდაჭერის გაფართოებას ენობრივი კომპეტენციის, ენობრივი მომზადებისა და განათლების, ასევე, ენის ტესტირების სფეროში. BILC-ის ექსპერტები ქართულ მხარესთან 2005 წლიდან მჭიდროდ თანამშრომლობენ. 
მათი რეკომენდაციით დამოუკიდებელი ტესტირების ჯგუფი და ენობრივი მომზადების სკოლა ჩამოყალიბდა .

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics