|
2015-04-29 14:31:52, 377 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ნიდერლანდების სამეფოს სენატის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნიდერლანდების სამეფოს სენატის პრეზიდენტს ანკი ბრუკერს-კნოლს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს არსებულ ურთიერთობასა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზე ისაუბრეს. საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია იყო. ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ ნიდერლანდების სამეფოს სენატი უახლოეს მომავალში მოახდენს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას და აღინიშნა, რომ ასოცირების შეთანხმება უკვე რატიფიცირებულია ნიდერლანდების პარლამენტის ქვედა პალატის მიერ. საუბარი ასევე შეეხო მაისში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტს და საქართველოს მოლოდინს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია სამიტზე სათანადოდ შეფასდეს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ევროინტეგრაციის მიმართულებით ჩვენი ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯები და მიღწეული პროგრესი. შეხვედრისას განიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებზე შექმნილ ვითარება და რუსეთის პოლიტიკა მეზობელი სახელმწიფოების მიმართ. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ევროპული მშვიდობა და უსაფრთხოება წარმოუდგენელია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიღწევის გარეშე. ნიდერლანდების საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დავით პატარაია, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, საქართველოს ელჩი ნიდერლანდებში კონსტანტინე სურგულაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)