07:00 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-23 17:06:31, 2136 ნახვა

კომენტარი
ლადო ათანელი: ზურაბ სოტკილავასთან ერთად სცენაზე დგომა ჩემთვის დიდი პატივი იყო

„ზურაბ სოტკილავას გარდაცვალება ქვეყნისთვის უდიდესი დანაკლისია“, - ამის შესახებ ცნობილმა ბარიტონმა, ლადო ათანელმა ჟურნალისტებს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში განუცხადა, სადაც ზურაბ სოტკილავას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

როგორც ათანელმა აღნიშნა, ძალიან მძიმეა ისეთ ადამიანზე საუბარი, როგორიც სოტკილავა იყო.

„ის იყო მართლაც დიდი პიროვნება და ხელოვანი. მისი საოცარი ტენორი საოცრად ჟღერადი იყო და მთელ მსოფლიოს დაამახსოვრდება. ბედნიერი ვიყავი, როდესაც გასტროლების დროს გვიწევდა ერთად ცხოვრება. ის ძალიან კეთილი იყო და აბსოლუტურად ყველა ადამიანის ქომაგი. ჩემთვის დიდი პატივი იყო მასთან ერთად ერთ სცენაზე დგომა“, - აღნიშნა ლადო ათანელმა.

ცნობისთვის, ოპერისა და ბალეტის თეატრში ზურაბ სოტკილავას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics