2017-09-22 12:59:05, 2169 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: პრემიერმა გაეროში ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, გაეროს 72-ე ასამბლეის სესიაზე პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით ისაუბრა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, პრემიერმა ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა, რომელიც დღეს საქართველოს წინაშე დგას.
"განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. სწორი აქცენტები იყო დასმული. ყურადღება იყო გამახვილებული ჩვენს შიდა პროცესებზე, საქართველოს საერთაშორისო პოზიციებზე და საერთაშორისო თანამშრომლობაზე. ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე სათანადოდ იყო ხაზგასმული პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ავტორი: ,