06:59 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-21 10:45:08, 2298 ნახვა

კომენტარი
ლატვიის პრეზიდენტი: გაერო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარებაში უნდა ჩაერთოს

ლატვიის პრეზიდენტის რაიმონდს ვეიონისის განცხადებით, გაერო ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარებაში უნდა იყოს ჩართული, - ამის შესახებ ვეიონისმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

"ლატვია თვლის, რომ გაერო და ყველა სხვა რელევანტური რეგიონული აქტორი, ჩართული უნდა იყოს მთიანი ყარაბაღის, დნესტრისპირეთის, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარებაში", - განაცხადა ვეიონისმა.

როგორც ლატვიის პრესიდენმა აღნიშნა, რუსეთის არაპროვოცირებული აგრესია მეზობლების მიმართ საერთაშორისო წესრიგის დარღვევაა. მან ოფიციალური მოსკოვი აღნიშნულის გამო გააკრიტიკა. 

რაც შეეხება უკრაინაში არსებულლ ვითარებას, ვეიონისის თქმით, ლატვიისთვის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენა პრიორიტეტს წარმოადგენს.

"სახელმწიფოთა ტერიტორიულ მთლიანობას ყველა პატივისცემით უნდა მოეკიდოს და მათ შორის რუსეთის ფედერაციაც. უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილის ოკუპაციასა და ყირიმის უკანონო ანექსიას ვერასდროს დავეთანხმებით“, - განაცხადა რაიმონდს ვეიონისმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics