|
2017-09-18 17:06:55, 7842 ნახვა
High - Tech
ექსპერტებმა iPhone X-ის ნამდვილი თვითღირებულება დათვალეს
iPhone X-"ეფლის" ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული სმარტფონია, მაგრამ არის ის ამდენად ძვირი, თუ ეს ფასი, როგორც ტექნიკის მოყვარულები ამბობენ "ზედმეტად გაბერილია"? ამ კითხვას პასუხი ჩინურმა გამოცემა Ichunt-მა უპასუხა. ექსპერტებმა ახალი iPhone X დაშალეს და მისი დეტალების ფასები სათითაოდ დათვალეს. "ეფლის" სმარტფონის ყველაზე ძვირი ნაწილი მისი ახალი ("სამსუნგის" წარმოების) "ოლედ" ეკრანია, ის $80 ღირს. ამას დამცავი შუშის ღირებულება 18$ ემატება. მეხსიერების მოდული - 45$, ოპერატიული მეხსიერება-24$, პროცესორი A11 Bionic+Qualcomm-ის მოდემი-44$, 3D კამერა Face ID-ს ფუნქციით - 25$+ელემენტი და გარე კონსტრუქცია. ამ დასკვნების შემდეგ ტექნოლოგებმა რეალურთან ძალიან ახლო კალკულაცია შეადგინეს. "ეფლს" ახალი iPhone X დაახლოებით 412$ უჯდება. შეგახსენებთ, რომ "კუპერტინომ ახალი "აიფონ 10 (X) საზოგადოებას 12 სექტემბერს, სტივ ჯობსის სახელობის დარბაზში წარუდგინა. მისი ფასი 999$ შეადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)