2017-09-05 08:42:18, 2305 ნახვა
კომენტარი
მეუფე პეტრე მამალაძის განაჩენზე: მოსამართლემ თვითმკვლელობა ჩაიდინა
ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე მეტრე ცაავა დეკანოზ გიორგი მამალაძის განაჩენს არ ეთანხმება. ამის შესახებ მეუფე პეტრემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.
"მოსამართლემ ჩაიდინა თვითმკვლელობა და ასევე თვითმკვლელობა ჩააადენინა საქართველოს მართლმსაჯულებას და სასამართლოს. დაამტკიცა, რომ ის არის მემკვიდრე პილატეს სასამართლოსი და ის არის მემკვიდრე 80-იანი წლების იმ კომუნისტური სასამართლოსი, რომელმაც ასევე უდანაშაულო მღვდელს დახვრეტა მიუსაჯა", - განაცხადა პეტრე ცაავამ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ სცნო სსკ-ის 18/108-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში. დეკანოზს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
ავტორი: ,