2017-09-05 03:51:36, 2153 ნახვა
კომენტარი
გიორგი ფანცულაია: მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ანგარებით გააუპატიურა ქართული მართლმსაჯულება
ე.წ. ციანიდის საქმეზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების უკმაყოფილება გამოიწვია.
„მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ანგარებით გააუპატიურა ქართული მართლმსაჯულება“. მხოლოდ ასე შეაფასა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ გამოტანილი განაჩენი.
განაჩენის გამოცხადებას თავად ბრალდებული არ დასწრებია.
როგორც მოსამართლემ აღნიშნა, მამალაძემ პროცესზე გამოცხადებაზე უარი განაცხადა და აღნიშნულის მიზეზი არ განუმარტავს.
შეგახსენებთ, მოსამართლემ მუხლი გადააკვალიფიცირა და მამა გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო 18/108-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში, რაც მკვლელობის შურისძიებით მომზადებას გულისხმობს. იგი ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი იარაღის უკანონ შენახვაში. საბოლოო ჯამში მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღვეთა შეეფარდა.
ავტორი: ,