|
2017-09-04 06:56:33, 3075 ნახვა
Lifestyle
მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქვეყანა შეარჩიეს
"Rough Guide"-ის გზამკვლევის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქვეყნის სტატუსი შოტლანდიას ერგო. ამის შესახებ გაზეთი "Daily Record" იუწყება. გამოკითხულთა უმრავლესობამ შოტლანდიას ხმა სწორედ განუმეორებლად ლამაზი, ხელშეუხებელი ბუნების და რელიეფის მრავალფეროვნების გამო მისცა. " ჩვენ ძალზედ მოხარულნი ვართ სიახლით, მაგრამ ეს სიურპრიზი იმათთვის უფრო იქნება, ვისაც შოტლანდია ჯერ არ უნახავს",-აღნიშნა შოტლანდიის ტურისტული ორგანიზაციის პრეზიდენტმა მალკოლმ როხედმა (Malcolm Roughead). რეიტინგში მეორე ადგილი კანადას, ხოლო მესამე ახალ ზელანდიას ერგო. სამეულში იტალია ვერ მოხდა-ის მეოთხე ადგილზეა, ხუთეულს სამხრეთ-აფრიკის რესპუბლიკა ხურავს. ათეულში აგრეთვე ინდონეზია, ინგლისი, ისლანდია და უელსი შევიდნენ. გზამკვლევი "Rough Guide" 1982 წლიდან გამოდის და დღევანდელი დღის მონაცემებით 200-ზე მეტ ტურისტულ მიმართულებას ფარავს.
საპატრიარქო - გაფართოებული კრების დროს მორწმუნეებს შეეძლებათ სამების ტაძრის ეზოში ფეხით შესვლა
პეკინმა დაადასტურა დონალდ ტრამპის სახელმწიფო ვიზიტი ჩინეთში 13-15 მაისს
კალასმა შრიოდერის კანდიდატურა რუსეთთან ევროკავშირიდან მომლაპარაკებლად უარყო - იგი რუსეთის ლობისტია
ტრამპი უკმაყოფილოა სამშვიდობო წინადადებებზე ირანის პასუხით
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)