13:24 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-03 01:17:07, 2589 ნახვა

სამართალი
შსს ხანძრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე გუშინ გაჩენილ ხანძრებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

„შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“–დან შემოვიდა შეტყობინება, რომ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში, ტყის მასივში, ხანძარი გაჩნდა. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ შსს–ს მეხანძრე–მაშველები. რთული რელიეფის გამო, ხანძრის ეფექტური ლოკალიზების მიზნით, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩაერთო ვერტმფრენი. ამჟამად ცეცხლის ძირითადი კერები ლოკალიზებულია.

ხანძარი გაჩნდა, ასევე, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდას მიმდებარედ, ტყის მასივში. ხანძრის ქრობის პროცესში, შსს–ს მეხანძრე–მაშველებთან და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, ასევე, ჩართულია ვერტმფრენი.

ათეულობით მეხანძრე–მაშველი და შსს-ს ვერტმფრენი ახორციელებს მთა–თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან მდებარე ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუთას მიმდებარედ, ალპურ ზონაში, ბალახზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, მობილიზებულია შსს-ს ათობით მეხანძრე-მაშველი, შესაბამის ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკასთან ერთად“,-ნათქვამია  შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics