13:24 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-01 06:35:17, 2185 ნახვა

სამართალი
პროკურატურა ოზურგეთში სამი პირის დაჭრაში ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს

ოზურგეთის რაიონში ძალადობის ბრალდებით დაკავებული პირისთვის პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. 

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ოზურგეთის რაიონულმა პროკურატურამ ორი ან მეტი პირის მიმართ ძალადობის ფაქტზე, გ.დ.-ს წარუდგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა  ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ოზურგეთის რაიონში მცხოვრები გ.დ. განაწყენებული იყო რა ყოფილი მეუღლის ქმარზე - გ.ც.-ზე და ყოფილი მეუღლის დედაზე -  ნ.შ.-ზე, განიზრახა მათ მიმართ ძალადობა. ამ მიზნით, 2017 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, საკუთარი ავტომანქანით მივიდა ნ.შ.-ს საცხოვრებელ სახლთან,  სადაც დაინახა ნ.შ. და ამ უკანასკნელის მეზობელი მ.ჯ.

გ.დ.-მ კუთვნილი სანადირო თოფიდან მოახდინა ნ.შ.-სა და მ.ჯ.-ს მიმართულებით გასროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღეს ნ.შ.-მ,  მ.ჯ.-მ და ყოფილი მეუღლის 5 თვის შვილმა.

2017 წლის 31 აგვისტოს, გ.დ. დაკავებულ იქნა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა  ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით.

პროკურატურამ უკვე მიმართა შუამდგომლობით ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს დაკავებული პირისთვის  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა  ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, რაც თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით ითვალისწინებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics