13:09 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-30 08:42:45, 2652 ნახვა

სამართალი
ქავთარაძის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო

ქავთარაძის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს  სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

შეგახსენებთ, ქავთარაძის ქუჩაზე აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ის კონტაქტურია და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შსს-ს ცნობით, სავარაუდოდ, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

ადგილზე 3 სამაშველო ჯგუფია  მობილიზებული.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics