2017-08-26 01:55:38, 2309 ნახვა
კომენტარი
ალავიძე რუსეთის საგარეოს განცხადებაზე: გაერო-ს მივმართეთ და მათი არხებით მოხდა სხვადასხვა სახელმწიფოსთვის მოთხოვნის გაგზავნა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინიტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, საქართველომ გაერო-ს მიმართა და მათი არხებით მოხდა სხვადასხვა სახელმწიფოსთვის დახმარების მოთხოვნის გაგზავნა.
ზურაბ ალავიძის თქმით, სტიქიასთან ბრძოლაში დახმარება ხელისუფლებამ გაერო-ს მეშვეობით ითხოვა და ეს მოთხოვნა ორგანიზაციის არხებით დაეგზავნა გაერო-ს წევრ ქვეყნებს, მათ შორის რუსეთს.
„მე რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, გაერო-ს მეშვეობით, მათი არხებით მოხდა მიმართვა. გაერო-ს მივმართეთ და მათი არხებით მოხდა სხვადასხვა სახელმწიფოსთვის მოთხოვნის გაგზავნა, პროცედურულად ასეა. როგორც ვიცი, ამ არხით იყო ეს ყველაფერი მოგვარებული“, - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.
ავტორი: ,