11:28 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-17 13:56:13, 2496 ნახვა

სამართალი
შსს-მ მთაწმინდაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთაწმინაზე მომხდარ  მკვლელობაში  ბრალდებული დააკავა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

მათივე ინფორმაციით,  პოლიციამ მკვლელობის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

" შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ.ი., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 აგვისტოს თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე, შურისძიების მოტივით, ნაცნობს - 1973 წელს დაბადებულ ი.ძ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ მკვლელობის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე და 236-ე მუხლებით) ",-აცხადებენ უწყებაში. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველო შეიძლება, დარჩეს ერთადერთ ქვეყანად, რომელიც სრულად იქნება კონტროლირებადი რუსეთის მიერ - ჟალიმასი
მესი ოლეგ სალენკოს შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
Bloomberg: ტრამპმა შეწყვიტა რუსეთის ბრძოლის ველზე გამარჯვების რწმენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics