|
2015-04-25 11:48:43, 697 ნახვა
სამართალი
ნინო გვენეტაძე: შვეიცარიის ელჩის გამოთქმული პრეტენზიის საფუძველზე საქმეების შესწავლა დაიწყო
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის განცხადებით, შვეიცარიის ელჩის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, რომელიც სასამართლო სისტემაში კორუფციის პრობლემებსა და საგადასახადო დავებს ეხება, სამართალწარმოების საქმეების შესწავლა დაიწყო. მისივე თქმით, ის საჭიროების შემთხვევაში, გიუნტერ ბეხლერთან შეხვედრასაც გამართავს. "ჩვენ სამართალწარმოების პრაქტიკის მოკვლევა, გაანალიზება, განზოგადება და სარეკომენდაციო წინადადებების შემუშავება დავისახეთ მიზნად. ასევე კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით ხდება მოსამართლეების საქმიანობის წინასწარი შემოწმება დისციპლინური სამართალწარმოების გადაცდომის არსებობის ან არარსებობის შესახებ. როგორც კი ამ სამუშაო ეტაპებს დავასრულებთ, ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. თუ ბატონი ელჩი საჭიროდ ჩათვლის, რომ ეს ინფორმაცია მას კონკრეტულად ჩვენ გადავცეთ, იქნება შეხვედრაც“, - აღნიშნა ნინო გვენეტაძემ. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ გამართულ მთავრობის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრს გიუნტერ ბეხლერის მიერ სასამართლო სისტემაში კორუფციასთან დაკავშირებით გამოთქმული პრეტენზიების შესწავლა დაავალა. ღარიბაშვილმა საჭიროების შემთხვევაში საკითხში ჩართვისკენ შინაგან საქმეთ მინიტრს ვახტანგ გომელაურსაც მოუწოდა. შეგახსენებთ, საქართველოში შვეიცარიის ელჩმა, გიუნტერ ბეხლერმა განაცხადა, რომ სასამართლო სისტემაში კორუფციის პრობლემებია. მისივე შეფასებით, შეკითხვები არსებობს ინვესტორებისთვის დაკისრებულ გადასახადებთან დაკავშირებითაც.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)