|
2015-04-24 13:31:56, 505 ნახვა
პოლიტიკა
სამხედრო აღლუმი წელსაც არ ჩატარდება
საქართველოს მთავრობამ 9 მაისისა და 26 მაისის აღნიშვნის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ყველა მოქალაქეს საშუალება ექნება, ამ ორი თარიღისთვის დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღოს. მისივე განმარტებით, 26 მაისს, სამხედრო აღლუმი წელსაც არ ჩატარდება. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ღონისძიებები როგორც თბილისში, ისე ყველა თვითმმართველ ერთეულშია დაგეგმილი. "აღლუმი არ იქნება. ჩვენ დავამკვიდრეთ ეს ტრადიცია ბოლო 2 წლის განმავლობაში, როდესაც ჩვენ გავქვს ფიცის დადების ცერემონია, ეს იქნება წელსაც თავისუფლების მოედანზე.შემდეგ გვექნება სახალხო სეირნობა. ის სახალხო ზეიმი, რომელიც შარშან და შარშანწინაც გქვონდა რუსთაველის გამზირზე. რესპუბლიკის მოედნიდან დაწყებული რუსთაველის გამზირზე ისევ სამინისტროები იქნებიან განლაგებული თავისი პროექტებით. იქნება გასართობი ღონისძიებები, კონცერტები. ასევე არის დაგეგმილი დიდი კონცერტი საღამოს პარლამენტის შენობის წინ და ასევე ასეთი საზეიმო ღონისძიებები იქნება არა მხოლოდ თბილისში, არამედ ყველა თვითმმართველ ერთეულში. გამოყვანილი იქნება სამხედრო ტექნიკა, იქნება გამოფენები, ვფიქრობთ, რომ ნამდვილად კარგი ზეიმი გამოგვივა ყველას",-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. რაც შეეხება ბიუჯეტს, ცქიტიშვილის თქმით, 26 მაისის ბიუჯეტი ამ ეტაპზე ცნობილი არაა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)