|
2017-07-31 11:29:44, 2336 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჯანელიძე: მაიკ პენსის ვიზიტი აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასა და საქართველოს მთავრობას შორის კარგ ურთიერთგაგებას ადასტურებს
საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, აშშ ყოველთვის იყო ძირითადი გარანტი საქართველოს თავისუფლების, დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაციის. როგორც ჯანელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, 25 წელი გავიდა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან და ამ პერიოდში ამერიკის პოლიტიკური, თუ ფინანსური მხარდაჭერა, იყო გადამწყვეტი საქართველოს სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა, თუ შენარჩუნებისათვის. „შეერთებული შტატები გახლავთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი. ჩვენ ვნახეთ პრეზიდენტ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის, ასევე ვაშინგტონის პოლიტიკური წრეების მხრიდან ამ მიმართულებით აღმოჩენილი უპრეცედენტო მხარდაჭერა, რაც გამოიხატა, როგორც ცალკეულ რეზოლუციებსა და განცხადებებში, ასევე საკანონმდებლო აქტებში. აშშ აქტიურად მონაწილეობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და მხარს უჭერს კონსტრუქციული მიდგომებითა და თანმიმდევრული პოლიტიკით კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას“,-განაცხადა ჯანელიძემ. საქართველოს საგარეო უწყების ხელძღვანელის შეფასებით, აშშ-ს ვიცე პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასა და საქართველოს მთავრობას შორის ჩამოყალიბებულ ძალიან კარგ ურთიერთგაგებას: „პრეზიდენტ ტრამპის დავალებით, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ახალი ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლიდან ხანმოკლე ვადაში, ამ მხარდაჭერის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია. აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასა და საქართველოს მთავრობას შორის ჩამოყალიბებულ ძალიან კარგ ურთიერთგაგებას. მოგეხსენებათ, პრემიერის გარდა, ამ მოკლე ვადაში აშშ-ში ვიზიტები გამართეს ფინანსთა, განათლების, ჯანდაცვის, სასჯელაღსრულების მინისტრებმა. პირადად მე შესაძლებლობა მქონდა, ერთ-ერთი პირველი შევხვედროდი სახელმწიფო მდივანს, ხოლო თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში შეხვედრის შემდეგ უკვე მიწვეულია ვაშინგტოში. აშშ-ს ასეთი მაღალი დონის მხარდაჭერა განპირობებულია საქართველოს მთავრობის ერთგულებით საერთო ღირებულებებისადმი, როგორიცაა დემოკრატია და ადამიანის უფლებები, ასევე ჩამოყალიბებული ნდობა და პარტნიორობა გლობალური, თუ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებში. ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მიღწეული განსაკუთრებული პროგრესი ყველა ამ მიმართულებით არის საფუძველი ჩვენი ღრმა სტრატეგიული პარტნიორობისა“,-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, 31 ივლისსა და 1-ელ აგვისტოს, საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, მეუღლესთან ერთად ეწვევა.
მომსახურების სააგენტო პირებს ვისაც 365-დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესს ამარტივებს
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)