|
2015-04-23 18:22:34, 621 ნახვა
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძის ინფორმაციით, რიჩარდ ნორლანდი პოლიტპატიმართა სიის შედგენაში მონაწილეობდა
ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" თავმჯდომარის, ნანა კაკაბაძის, განცხადებით, შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი პოლიტპატიმართა სიის შედგენაში მონაწილეობდა. როგორც კაკაბაძემ "რუსთავი2"-ს განუცხადა, რიჩარდ ნორლანდმა რამდენიმე მსჯავრდებული სიიდანაც კი ამოიღო. კაკაბაძის მტკიცებით, მათ შორის იყვნენ ამერიკის საელჩოსთან მომხდარი აფეთქების, ე.წ. კოჭოიას საქმეში მონაწილე პირები. "როდესაც კომისია იხილავდა კოჭოიას საქმეს, მაშინ იყვნენ ჩამოსული ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები ქუთაისში, პარლამენტში, ჰყავდათ გაყვანილი ეკა ბესელია შეხვედრაზე და ამის შემდეგ მოხდა ის, რომ კომისია გახდა იძულებული, ამოღო კოჭოია სიიდან",-განაცხადა ნანა კაკაბაძემ. ნანა კაკაბაძის ამ განცხადებას თავად ელჩი მცირე კომენტარით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)