|
2015-04-23 12:38:23, 575 ნახვა
სამართალი
ბესიკ ხარძიანის შვილი მიიჩნევს, რომ მამამისის მკვლელობის დაკვეთა მის მეორე მეუღლეს უკავშირდება
„მე პირადად მიმაჩნია, რომ მამაჩემის გარდაცვალების დაკვეთა ეკა ნონიკაშვილმა, მისმა მეორე მეუღლემ შეუკვეთა“,-ამის შესახებ მოკლული ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის შვილმა პირველი ქორწინებიდან მიხეილ ხარძიანმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, მას ეჭვი აქვს, რომ ბესიკ ხარძიანის 2012 წლის დაკავება მის მეორე მეუღლეს ეკა ნონიკაშვილს უკავშირდება ქონების მითვისების გამო. „შევდივართ ბებიაჩემთან, სადაც კამათობდნენ მამიდაჩემი მაია ხარძიანი და ბებიაჩემი. შევდივართ და გვეუბნებიან გაჩუმდით ხმა არა მოიღიოთ ქონებაზეო. თქვენზე ორივეზე, სუყველაზე ტყვიებია მოშვერილი, ყველას დაგხოცავენ და ოღონდ დაიწყებენ შენით,მე მეუბნება ბებია. მერე ჩემს დას და მერე დანარჩენს და დარჩება მთლიანი ქონება ეკა ნონიკაშვილს, მამაჩემის მეორე მეუღლეს. ამ დროს გამოეპასუხა მაია ხარძიანი, დედა დაწყნარდი, დავკრძალოთ ბესო და თუ არ იტყვის ეკა ნონიკაშვილი სიმართლეს ორ, სამ დღეში მე გამოვალ და მე ვიტყვი იმ სიმართლეს. მაინტერესებს რა სიმართლე იცის მაია ხარძიანმა ეკა ნონიკაშვილზე? გამოვიდეს და დაიწყოს საჯაროდ. პირადად მე მიმაჩნია, რომ მამაჩემი დააჭერინა ეკა ნონიკაშვილმა ქონების მითვისების გამო. მე პირადად მიმაჩნია, რომ მამაჩემის გარდაცვალება დაუკვეთა ეკა ნონიკაშვილმა“,-განაცხადა მიხეილ ხარძიანმა. ამასთან, როგორც მიხეილ ხარძიანმა აღნიშნა, მას აინტერესებს რატომ დადის გია უდესიანის ნაჩუქარი პორშეს ახალი ჯიპით მოკლულილი ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის მეორე მეუღლე ეკა ნონიკაშვილი. „გიორგი უდესიანის ნაჩუქარ და აშენებულ წავკისის სახლი რატომ აქვს? გიორგი უდესიანის ნაჩუქარი ფულით რომ დადის, პორშეს ახალი ჯიპით რატომ დადის ეკა ნონიკაშვილი? მაინტერესებს ეს ადამიანი მტრად რატომ შერაცხეს. ყველა ვიდეო კადრი მაქვს ნანახი და კიდევ მოგიწოდებთ გამოდით და ბოდიში მოიხადეთ გიორგი უდესიანის ოჯახის წინაშე, საზოგადოების წინაშე და პატრიარქის წინაშე. ხარძიანთა გვარს ეს არ გვეკადრება. გამოდით და თქვით სიმართლე, გამოძიება ნუ შეგყავთ ჩიხში“,-განაცხადა მიხეილ ხარძიანმა. ამასთან, მოკლული ბიზნესმენის შვილი მიხეილ ხარძიანი მუქარაზე საუბრობს, პრემიერ-მინისტრს, მთავრ პროკურორს მიმართვს და ითხოვს, რომ მისთვის დაცვის გამოყოფა მოხდეს.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)