14:37 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-20 18:12:17, 2913 ნახვა

ეკონომიკა
„თეგეტა მოტორსი“ სამხრეთ კავკასიაში KUMHO-ს ბრენდის ექსკლუზიური დისტრიბუტორი გახდა

„თეგეტა მოტორსმა“ ექსკლუზიური ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა საბურავების უმსხვილეს მწარმოებელთან KUMHO-სთან.

მემორანდუმის თანახმად, „თეგეტა“KUMHO-ს ბრენდის პრემიუმ ხარისხის საბურავების ექსკლუზიური რითეილერი იქნება საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

კომპანია KUMHO 1960 წელს დაარსდა და 3 უმსხვილეს საწარმოს ფლობს სამხრეთ კორეაში, აშშსა და ინგლისში. კომპანიის 50 წლიანმა გამოცდილებამ განაპირობა ბრენდის ლიდერობა საერთაშორისო ბაზარზე. KUMHO გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ინოვატორი კომპანიაა საბურავების წარმოების კუთხით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. KUMHO გახლავთ Formula 3 -ის ოფიციალური სპონსორი.

KUMHO-ს ბრენდის საბურავები შეგიძლიათ შეიძინოთ „თეგეტა მოტორსის“ როგორც თბილისის, ასევე ბათუმის, ზუგდიდის, ფოთის, ქუთაისის, გორის, ახალციხის, რუხისა და თელავის ფილიალებში,  როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით ასევე 0%-იანი განვადებით წინასწარი შენატანისა და საკომისიოს გარეშე.

„თეგეტა მოტორსის“  სერვის ცენტრებში მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს სრული ავტო-ტექ მომსახურებით, ასევე შეიძინოს  მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul  და სხვა.  რაც მთავარია ეს პროდუქცია ხელმისაწვდომია ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის.

„თეგეტა მოტორსი“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას.  კომპანია მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics