|
2017-07-19 20:58:38, 875 ნახვა
რეგიონი
ბათუმში „აჭარის საინვესტიციო ბიზნეს ფორუმი“ გაიმართა
ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, აჭარის საინვესტიციო ბიზნეს ფორუმი გაიმართა. საინვესტიციო ფორუმი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მისასალმებელი სიტყვით გახსნეს. მთავრობის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში რეგიონში არსებულ საინვესტიციო პოტენციალსა და რეგიონის სტაბილურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ გარემოზე, საგადასახადო სისტემაზე და იმ უსაფრთხო პირობებზე ისაუბრა, რაც ქვეყანაში ბიზნესის საკეთებლად მოქმედებს. ,,დღეს აჭარაში ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებისთვის საუკეთესო პირობებია შექმნილი. სტაბილური ეკონომიკური და პოლიტიკური გარემო, მოქნილი საგადასახადო სისტემა და ადმინისტრაციული პროცედურების სიმარტივე მნიშვნელოვნად განაპირობებს რეგიონში უცხოური ინვესტიციების ზრდას, რასაც ადასტურებს მსოფლიო ბანკის კვლევებიც, კერძოდ, 2017 წლის doing-business ინდექსით საქართველომ 23-ე ადგილიდან მე-16-ე გადმოინაცვლა. განსაკუთრებით მზარდი დინამიკა გვაქვს ტურიზმის ინდუსტრიაში. ყოველწლიურად იზრდება ტურისტული ობიექტების და საჰაერო ფრენების რაოდენობა. მხოლოდ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, წლევანდელ სეზონზე კვირაში 111-ფრენა ხორციელდება 39 მიმართულებით, მათ შორის 12 ავიაფრენა უკრაინიდან. მიმდინარე წლის მონაცემებით, საქართველოში უკვე ფიქსირდება უკრაინიდან ვიზიტორთა 20 %-იანი ზრდა. დღევანდელი ფორუმი წარმოადგენს შესანიშნავ პლატფორმას კიდევ ერთხელ გავაცნოთ ერთმანეთს ჩვენი ქვეყნების საინვესტიციო პოტენციალი და ხელი შევუწყოთ ახალი ეკონომიკური და ბიზნეს ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და სამომავლო თანამშრომლობას", - აღნიშნა ზურა პატარაძემ სიტყვით გამოსვლისას. ფორუმის ფარგლებში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა (საქართველო) და ოდესის ოლქს (უკრაინას) შორის 2017-2019 წლების თანამშრომლობის განვითარების გეგმის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. დოკუმენტს ხელი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ მოაწერეს. თანამშრომლობის განვითარების გეგმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ოდესის რეგიონს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. საინვესტიციო ფორუმზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სპეციალური პრეზენტაცია გამართა. მინისტრის მოადგილემ კონსტანტინე მეგრელიშვილმა ფორუმის მონაწილეებს რეგიონის საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. ფორუმის მონაწილეებმა აჭარის საპრივატიზაციო ობიექტებზე, საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე, რეგიონის ეკონომიკის ძირითად პარამეტრებზე მიიღეს ინფორმაცია. ფორუმის მონაწილეებს აჭარის ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის კუთხით არსებული პოტენციალის გაცნობის საშუალებაც მიეცემათ. სტუმრებს აჭარის უცხოენოვანი საინვესტიციო ვიდეო რგოლი აჩვენეს. ბიზნეს ფორუმს საქართველოსა და უკრაინაში ლოჯისტიკის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწე 250-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. ფორუმის ფარგლებში ქართულ და უკრაინულ კომპანიებს შორის პირისპირ შეხვედრები გაიმართება, სადაც მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრებენ.
(NS)
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)