00:58 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-12 10:43:19, 2235 ნახვა

სამართალი
ავტოსკოლების ლიცენზირების და მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების საკითხებზე სპეციალური ჯგუფი შეიქმნება

შინაგან საქმეთა სამინისტროში ავტოსკოლების ლიცენზირების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას შს მინისტრის მოადგილე - დავით ვარდიაშვილი, შსს-ს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი - ნიკა გელაშვილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ავტოსკოლებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა მართვის მოწმობის ასაღები პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარების და ამ პროცესში ავტოსკოლების ჩართულობის საკითხებზე  იმსჯელეს. ასევე, ისაუბრეს  ავტოსკოლებში არსებულ  სასწავლო პროგრამებზე და ის მიმართულებები განიხილეს, რომელთა განვითარების შედეგად, ავტოსკოლებში სწავლის ხარისხი გაუმჯობესდება. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, შეიქმნება ახალი, ერთიანი სტანდარტი, რომლის საფუძველზეც, ლიცენზირებული ავტოსკოლა კვალიფიციური მძღოლის მომზადებას შეძლებს.

შს სამინისტროს წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ავტოსკოლების წარმომადგენლების შეფასებებიც მოისმინეს. სტუმრები შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ ამ მიმართულებით დანერგილ და დაგეგმილ ინოვაციურ პროექტებს გაეცნენ. შეხვედრაზე ავტოსკოლების ლიცენზირების და მართვის მოწმობის ასაღები პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარების საკითხებთან დაკავშირებით სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნა გადაწყდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics